გაყინული იყო... - 25 წლის ახალგაზრდა, რომელსაც 2 კვირა ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
1737230192
„მოქალაქეების“ ლიდერი, დეპუტატი ალეკო ელისაშვილი, რომელიც უკრაინაში რუსების წინააღმდეგ იბრძვის, სოციალურ ქსელში ქართველი მორაგბის შესახებ წერს, რომელმაც სახაჭაპურე უკრაინის არმიის მხარდასაჭერ ობიექტად გადააქცია.
„ეს ბიჭია დიმა ბასილაია მორაგბე, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ნათამაშები. კიევში ცხოვრობს, თავისი სახაჭაპურე გადააკეთა უკრაინის არმიის მხარდამჭერ ობიექტად.
თავისი ხარჯით აჭმევს უკვე ერთი თვეა მოხუც მეზობლებს, ერთ ერთი საავადმყოფოს პერსონალს და პაციენტებს და არმიას. ეს ბიჭი არის გმირი! სიკვდილი რუს ოკუპანტებს! დიდება უკრაინას!
დიდება საქართველოს!”, – წერს ალეკო ელისაშვილი.