სოციალურად დაუცველი ოჯახები ახალი მეთოდით გადამოწმდებიან - მინისტრის განცხადება
1780224629
ჩემპიონთა ლიგის ფინალში „პსჟ“-ს გამარჯვების შემდეგ, საფრანგეთის მასშტაბით, პოლიციასა და ფეხბურთის გულშემატკივრებს შორის მომხდარი შეტაკებების შედეგად, სულ მცირე 219 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 57 პოლიციელია.
შინაგან საქმეთა მინისტრის, ლორან ნუნიესის განცხადებით, 8 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა. პარიზში არეულობის აღსაკვეთად, რამაც ავტობუსების, მატარებლებისა და რკინიგზის მიმოსვლა შეაფერხა, ათასობით სამართალდამცველი იყო მობილიზებული.
ნუნიესმა აღნიშნა, რომ ძალადობრივი ქმედებების გამო 780 ადამიანი დააკავეს, მათგან 450-ზე მეტი პატიმრობაში რჩება. ერთი ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს პარიზის წრიულ ავტომაგისტრალზე მომხდარი ავარიის შემდეგ, რომლის ბლოკირებასაც არეულობის მონაწილეები ღამის განმავლობაში ცდილობდნენ.
კვირას დაგეგმილი საჩემპიონო აღლუმისთვის, რომელიც ეიფელის კოშკის მიმდებარედ უნდა გაიმართოს, დაახლოებით 6 000 პოლიციელია მობილიზებული. შინაგან საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უსაფრთხოების ძალების პასუხი კანონდარღვევებზე „მკაცრი“ იქნება.
ჩემპიონთა ლიგის ფინალში „პსჟ“-მ „არსენალი“ დაამარცხა და ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად ტურნირის გამარჯვებული ზედიზედ მეორედ გახდა.