1780221492
4 ახალგაზრდის ტრაგიკულად გარდაცვალების გამო მარტვილის მუნიციპალიტეტში 1 ივნისს დაგეგმილი ღონისძიებები გადაიდო
მარტვილის მუნიციპალიტეტში 1 ივნისს დაგეგმილი ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებული სადღესასწაულო ღონისძიება გადაიდო.
,,მარტვილის მუნიციპალიტეტისთვის უმძიმესი დღეები დგას. უდიდესია ტკივილი და მწუხარება, რასაც ჩვენი ახალგაზრდების ლევან ბერიშვილის, ნიკა ფაილოძის, მარიამ საგინაძის და ეკა ჯაჯვანის ტრაგიკულად დაღუპვის გამო განვიცდით. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერია გულწრფელ სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახებს, ახლობლებსა და სრულიად მარტვილს. აღნიშნული ტრაგედიის გამო, მარტვილის მუნიციპალიტეტში 1 ივნისს დაგეგმილი სადღესასწაულო ღონისძიება გადადებულია." ინფორმაციას მარტვილის მერია ავრცელებს.












