1746988990
პროტესტი კოლუმბიის უნივერსიტეტში, ათობით პროპალესტინელმა დემონსტრანტმა ღაზაში ისრაელის მიერ წარმოებული სამხედრო მოქმედებები გააპროტესტა

პროტესტია კოლუმბიის უნივერსიტეტში. ათობით პროპალესტინელმა დემონსტრანტმა უნივერსიტეტის მთავარი ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში ღაზაში ისრაელის მიერ წარმოებული სამხედრო მოქმედებები გააპროტესტა.
კოლუმბიის უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ შეკრებილებს დაშლისკენ მოუწოდა. მათ, ვინც აღნიშნული მოწოდება არ გაითვალისწინა, დისციპლინარული სასჯელი და შესაძლოა დაკავებაც დაემუქროთ.
სამოქალაქო უფლებების დამცველები უნივერსიტეტს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაში ადანაშაულებენ.
პროტესტების ფონზე, ანტისემიტიზმის მოტივით, ტრამპის ადმინისტრაციამ უნივერსიტეტს ასობით მილიონი დოლარის კვლევითი გრანტები გაუუქმა.
პროტესტს გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი. მარკო რუბიომ "იქსზე" დაწერა: "ჩვენ გადავხედავთ იმ პირების ვიზის სტატუსს, რომლებმაც უკანონოდ დაიკავეს და დააზიანეს კოლუმბიის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა. ჰამასის მხარდამჭერი ხულიგნები ჩვენს დიდებულ ერში მიუღებლები არიან".