პრობლემა არა შუამავლების ნაკლებობა, არამედ აშშ-ის მიდგომაა - აბას არაღჩი

აბას არაღჩი

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი აცხადებს, რომ ირანსა და აშშ-ს შორის მთავარი პრობლემა შუამავლების ნაკლებობა კი არა, ვაშინგტონის პოლიტიკაა.

„პრობლემა ამერიკის მიდგომაა, რომელიც ირაციონალური, გადაჭარბებული და ზეწოლაზე დაფუძნებულია. სწორედ ამიტომ მიიღო ისლამური რესპუბლიკისგან მტკიცე პასუხი“, – აღნიშნა არაღჩიმ.

არაღჩის განცხადებით, ვიდრე აშშ არ გააცნობიერებს, რომ ირანელი ხალხისა და მისი ინტერესების პატივისცემის გარდა სხვა გზა არ არსებობს, ამ მიმართულებით პროგრესისთვის პირობები არ შეიქმნება.

„ამისთვის რაიმე გზავნილები საჭირო არ არის, მათ უბრალოდ საკუთარ პოლიტიკას უნდა გადახედონ“, – აღნიშნა ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ამასთან, მედიის ინფორმაციით, ერაყის პრემიერ-მინისტრი ალი ალ-ზაიდი თეირანში ჩავიდა მას შემდეგ, რაც ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეხვდა.