პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
პრაღაში თურქეთის პრეზიდენტისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრის პირისპირს შეხვედრა გაიმართა.
ეს ორი ქვეყნის მთავრობის მეთაურთა პირველი შეხვედრა იყო, მას შემდეგ რაც შარშან ერევანმა და ანკარამ ურთიერთობების აღდგენის სურვილი გამოთქვეს.
ჩეხეთის დედაქალაქში რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა და ნიკოლ ფაშინიანმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის შესახებ ისაუბრეს.
ამასთან, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი არ გამორიცხავს, რომ სომხეთის მხრიდან „კეთილი ნების“ შემთხვევაში, ამ წლის ბოლომდე ხელს მოაწერენ სამშვიდობო შეთანხმებას.
შეგახსენებთ, რომ იანვარში სომხეთისა და თურქეთის წარმომადგენლებმა ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველი მოლაპარაკებები გამართეს. მხარეებმა ეს შეხვედრა შეაფასეს როგორც პოზიტიური და კონსტრუქციული. თებერვალში კი, ერევნიდან სტამბოლში ავიარეისები დაინიშნა.