პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
მთელი ევროპის კონტინენტი აქ არის, ორი ქვეყნის გარდა – ბელარუსის და რუსეთის. ეს აჩვენებს, რამდენად იზოლირებულია ეს ორი ქვეყანა, – ამის შესახებ ბელგიის პრემიერ-მინისტრმა, ალექსანდერ დე კროომ ევროკავშირის მიერ ინიცირებულ ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის პირველი სამიტის დაწყებამდე განაცხადა.
ბელგიის პრემიერის თქმით, სამიტზე განსახილველი თემები უმნიშვნელოვანესია.
„თემები, რომლებზეც დღეს უნდა ვისაუბროთ, უკიდურესად მნიშვნელოვანია – ევროპის კონტინენტის სტაბილურობა, რა უნდა გავაკეთოთ ერთად იმისთვის, რომ უსაფრთხოების გარემო გავაუმჯობესოთ, როგორ უნდა გავუმკლავდეთ ენერგოკრიზისს და ინფლაციას. ძალიან ბევრი თემაა განსახილველი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ქვეყნები ერთმანეთთან საუბრობენ. ასევე, ჩანს ინტერესი შემდეგი ღონისძიების დაგეგმვის“, – განაცხადა ალექსანდერ დე კროომ.
ევროკავშირის მიერ ინიცირებული ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის პირველი სამიტი დღეს გაიხსნა. სამიტში მონაწილეობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.