პოლონეთში, პოლიციის მთავარ სამმართველოში აფეთქება მოხდა

პოლონეთი

პოლონეთის პოლიციის მთავარ სამმართველოში აფეთქება მოხდა. ამის შესახებ CNN წერს.

გამოცემის ცნობით,  შედეგად პირველ სართულზე ერთ-ერთ ოთახში ჭერი ჩამოინგრა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება, რომ აფეთქდა ერთ-ერთი ამანათი, რომელიც კომენდანტმა უკრაინაში სამუშაო ვიზიტის დროს საჩუქრის სახით მიიღო. განცხადებაში არაა დაკონკრეტებული, რა საჩუქარზეა საუბარი.

ინციდენტისას ქვეყნის მთავარი პოლიციელი დაშავდა. ის ჰოსპიტალიზებულია.