გურიაში ავარიას 15 წლამდე მოზარდი ემსხვერპლა
1741963190
პოლონეთის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა და კანონისა და სამართლიანობის პარტიის წარმომადგენელი, მარიუშ ბლაშჩაკმა პოლონეთის მთავრობა „ანტიამერიკულ აჯანყებაში“ ჩართვაში დაადანაშაულა.
ბლაშჩაკის თქმით, აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან შეკავებისა და თავდაცვის საკითხზე მუშაობა აუცილებელია, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ „დონალდ ტუსკს, რადოსლავ სიკორსკის ან ბოგდან კლიჩს ამის უნარი არ აქვთ“.
„რა სარგებლობა მოაქვს რადოსლავ სიკორსკის ჩხუბს პლატფორმა X-ზე? ასეთი თავდასხმები კარგს არაფერს იწვევს“, – განაცხადა ბლაშჩაკმა.
მისი თქმით, პრეზიდენტმა დუდამ შეძლო კარგი ურთიერთობების დამყარება პრეზიდენტ ტრამპთან, ხოლო დონალდ ტუსკმა ტრამპს „ზურგში დაარტყა“.
„მოდით, არ შევუერთდეთ ანტიამერიკულ აჯანყებას, რომელიც ევროპაში მიმდინარეობს და, რომელსაც დონალდ ტუსკი და რადოსლავ სიკორსკი უერთდებიან“, – განაცხადა თავდაცვის სამინისტროს ყოფილმა ხელმძღვანელმა.