პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
პოლონეთის პრეზიდენტი, ანდჟეი დუდა უკრაინაში ჩავიდა და სავარაუდოდ, დღეს, 22 მაისს, უმაღლეს რადას სიტყვით მიმართავს. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
Polska Times-თან თავის ბოლო ინტერვიუში დუდამ განაცხადა, რომ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ კიევისთვის ყველა ოკუპირებული ტერიტორიის დაბრუნებით უნდა დასრულდეს. ამას მას უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხი უწოდა პოლონეთის უსაფრთხოებისა და ამ ქვეყნის, როგორც უკრაინის მეზობლის მომავლისთვის.
დუდამ ასევე აღნიშნა, რომ მას ძალიან კარგი პირადი ურთიერთობა აქვს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან. პოლონეთის ლიდერის თქმით, ომის პირველ დღეებში, შიშობდა ზელენსკის სიცოცხლის გამო, ამიტომ მათი საუბრები იმ დღეებში ყოველდღიური იყო.