„მძღოლი პირველივე შემთხვევაში დაჯარიმდება 1000 ლარით“ - საყურადღებო ინფორმაცია
1754995003
პორტუგალია უკრაინას, ფინანსური დახმარების სახით, 250 მილიონი ევროს გამოუყოფს, ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. შესაბამის მემორანდუმს უკრაინისა და პორტუგალიის პრემიერ-მინისტრებმა დენის შმიგალმა და კიევში ვიზიტად მყოფმა ანტონიო კოსტამ ხელი უკვე მოაწერეს.
"უკრაინამ პირველი ტრანში, 100 მილიონ ევრომდე, უკვე წელს უნდა მიიღოს. ეს დაეხმარება უკრაინას ომის დროს მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებაში და გამარჯვების შემდეგ, უფრო სწრაფად აღდგენაში. მადლობა პორტუგალიას ამ მხარდაჭერისთვის!" - განაცხადა შმიგალმა.