„სხვა გზა არ მაქვს, ნატა... ძალიან არ მინდოდა...“ - თამუნა მუსერიძე
1794339158
რუსეთი პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული უკრაინელი პოლიტიკოსისა და ოლიგარქის, ვიქტორ მედვედჩუკის „აზოვსტალის“ მებრძოლებზე გაცვლის შესაძლებლობას განიხილავს, ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია, დუმის საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ჩვენ შევისწავლით მედვედჩუკის „აზოველებზე“ გაცვლის შესაძლებლობას. უფრო სწორად, ამ საკითხს განიხილავენ მოსკოვში ის ადამიანები, რომლებსაც მსგავსი უფლებამოსილება აქვთ“, - განაცხადა ლეონიდ სლუცკიმ პრესკონფერენციაზე.