ცნობილია 17 წლის გოგოს ვინაობა, რომელიც თანატოლებს სასტიკად უსწორდება
1763321894
ვარშავასა და დემბლინს შორის, პოლონეთი-უკრაინის მთავარ დამაკავშირებელ სარკინიგზო არტერიაზე უცნობმა პირებმა რელსი დააზიანეს. სავარაუდო აფეთქების შესახებ ინფორმაცია პოლიციას მემანქანემ მიაწოდა.
ტერიტორია ამჟამად სამართალდამცველებს აქვთ გადაკეტილი, მიმდინარეობს გამოძიება. ინციდენტს ეხმაურება პოლონეთის პრემიერ-მინისტრი. დონალდ ტუსკის განცხადებით, შესაძლოა მომხდარი დივერსიული აქტი იყოს.
როგორც პოლონური მედია წერს, თუ დივერსია დადასტურდება, ეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პოლონეთის ტერიტორიაზე რკინიგზის ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ ასაფეთქებელი ნივთიერებების გამოყენების პირველი შემთხვევა იქნება.