POLITICO: ზელენსკი „დიდი შვიდეულის“ სამიტში მიიღებს მონაწილეობას

მი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი „დიდი შვიდეულის“ სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც მიმდინარე თვის ბოლოს საფრანგეთში გაიმართება. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

როგორც გამოცემას წყაროები უყვებიან, ზელენსკი საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიის, კანადის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის ლიდერებს სამიტზე შეუერთდება.

ერთ-ერთ წყაროს მტკიცებით, ზელენსკი სამიტზე რუსეთის იერიშებთან გასამკლავებლად საჭირო სამხედრო დიპლომატიისა და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საკითხების განხილვას აპირებს.