პიცა ძლიერი მოტივატორია - კვლევა

პიცა

ერთ-ერთმა ცნობილმა ფსიქოლოგიურმა კვლევამ აჩვენა, რომ პიცა შეიძლება იყოს ძლიერი მოტივატორი.

დაკვირვების შედეგად დადგინდა, რომ ადამიანები უკეთ აკეთებენ მათემატიკურ ამოცანებს, როდესაც ჯილდოდ პიცას ელოდებიან. ამაზე ექსპერიმენტიც ჩატარდა. სამსახურში მუშაობის მოტივაცია გაიზარდა დაახლოებით 7 პროცენტამდე მაშინ, როდესაც ადამიანებს დაჰპირდნენ, რომ კარგად შესრულებული სამუშაოსთვის პიცას მიიღებდნენ. 

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ადამიანების განწყობა უმჯობესდება მაშინაც კი, როდესაც პიცაზე უბრალოდ ფიქრობენ ან მის სუნს გრძნობენ.