პეტერ მადიარი მიიჩნევს, რომ ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებას, შესაძლოა, 15 ან 20 წელი დასჭირდეს

პეტერ მადიარი

არავითარი სამიზნე თარიღი არ არსებობს. შეხედეთ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს, ზოგიერთი მათგანი, უკვე 15 წელია, ცდილობს ევროკავშირში გაწევრიანებას, დაიწყეს მოლაპარაკებები და შეიძლება ითქვას, დიდად არ დაახლოებიან გაწევრიანებას დასაწყისიდან. მიმაჩნია, რომ ასე არ შეიძლება და საჭიროა, განისაზღვროს, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა განაცხადა.

აღნიშნული კომენტარით მადიარმა უპასუხა კითხვას, რომლის თანახმადაც: „უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით არის თუ არა რაიმე მიზნობრივი თარიღი, რომელსაც ეთანხმებით და რომელზეც ისაუბრებთ ზელენსკისთან შეხვედრისას?“

ამასთან, პეტერ მადიარის შეფასებით, ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები რეალური დამსახურების საფუძველზე უნდა იყოს.

„ვხედავთ, რომ ევროპაში სულ უფრო მეტს მიაჩნია ასე. ჩვენ არ გვჯერა „სუსტი“ ან „ძლიერი“ წევრობის, დროებით თუ პარალელურ წევრობაში. ვემხრობით მხოლოდ სრულფასოვან წევრობას და ამას, შესაძლოა, 15 ან 20 წელი დასჭირდეს. შეხედეთ ქვეყნებს, რომელთაც უკვე 15 წელია, გაწევრიანება სურთ, ახლა, შესაძლოა, ისე აღარც უნდოდეთ. ასე რომ, წინასწარ თქმა შეუძლებელია“, – აღნიშნა პეტერ მადიერმა.

✕