პესკოვი: მოსკოვი უნგრეთის ახალ ხელმძღვანელობასთან კონტაქტების გაგრძელებას ელოდება

დიმიტრი პესკოვი

მოსკოვი უნგრეთის ახალ ხელმძღვანელობასთან კონტაქტების გაგრძელებას ელოდება, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„ველით, რომ გავაგრძელებთ ჩვენს ძალიან პრაგმატულ კონტაქტებს უნგრეთის ახალ ხელმძღვანელობასთან. ჩვენ მოვისმინეთ განცხადებები, მით უმეტეს, დიალოგში ჩართვის სურვილის შესახებ“, – განაცხადა პესკოვმა.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის მტკიცებით, უნგრეთის მოსახლეობამ თავისი არჩევანი გააკეთა და რუსეთი ამას პატივს სცემს.