ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში ვაკვირდებოდით ამ არჩევნებს, რომელმაც საკმაოდ მშვიდ გარემოში ჩაიარა - ლევან მახაშვილი უნგრეთის არჩევნებზე

ლევან მახაშვილი

უნგრეთში არჩევნებს როგორც ეუთოს, ისე საპარლამენტო ჯგუფის ფარგლებში ქართველი დეპუტატები აკვირდებოდნენ. "ქართული ოცნების" წევრების თქმით, იყო მშვიდი და თავისუფალი გარემო, არ დაფიქსირებულა რაიმე სერიოზული ხარვეზი. მმართველი გუნდის წევრები უნგრეთთან მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების გაგრძელებას ელიან.

"ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში ვაკვირდებოდით ამ არჩევნებს, რომელმაც საკმაოდ მშვიდ გარემოში ჩაიარა. მოსახლეობას ჰქონდა შესაძლებლობა, რომ თავისი ნება გამოეხატა თავისუფლად, ზედმეტი ბარიერებისა და შეზღუდვების გარეშე. იყო უპრეცედენტო მონაწილეობა მოსახლეობის მხრიდან. საბოლოო ჯამში, გამარჯვება და მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ოპოზიციურმა გუნდმა მიიღო.

საბოლოო ჯამში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ არჩევნებმა ჩაიარა ნორმალურ გარემოში, საარჩევნო პროცედურები იყო დაცული და მოსახლეობამ თავისი აზრი გამოხატა პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან დაკავშირებით," - აცხადებს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი.