1741758386
პერუში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

პერუში 5,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, - ინფორმაციას გეომეცნიერებათა გერმანიის კვლევითი ცენტრი (GFZ) ავრცელებს.
მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი პერუ-ბრაზილიის საზღვართან, 112 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა.
ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.