1741782778
ტრამპმა ზელენსკის თავისი ადგილი მიუჩინა - თეთრი სახლის პრესმდივანი

თეთრი სახლის პრესმდივანმა, კაროლინ ლევიტმა Fox News-ის ეთერში განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინის ლიდერს, ვოლოდიმირ ზელენსკის თავისი ადგილი მიუჩინა.
„პრეზიდენტი [ტრამპი] მოლაპარაკებების ხელოვნებას იუმჯობესებს. ის მთავარი მომლაპარაკებელია. მან პრეზიდენტ ზელენსკის თავისი ადგილი მიუჩინა და თქვა, რომ ამერიკელები სერიოზულად ეკიდებიან გრძელვადიან მშვიდობას. ჩვენ ძალიან გვიხარია ის, რასაც მიაღწიეს უკრაინელებმა ცეცხლის შეწყვეტაზე მუშაობისას“, - თქვა ლევიტმა.
ცნობისთვის, აშშ-ისა და უკრაინის დელეგაციებმა გუშინ საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში მოლაპარაკებები გამართეს. მოლაპარაკებების შედეგად უკრაინა დათანხმდა 30-დღიან დროებით ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას. ამერიკა საპასუხოდ კიევისთვის სამხედრო დახმარებისა და სადაზვერვო ინფორმაციის გადაცემას განაახლებს.