პენტაგონის ცნობით, ირანთან ომის შედეგად აშშ-ის დაღუპული ჯარისკაცების რაოდენობა 19-მდე გაიზარდა

პენტაგონი

ირანთან ომის შედეგად აშშ-ის დაღუპული ჯარისკაცების რაოდენობა 19-მდე გაიზარდა. პენტაგონმა დაღუპული ჯარისკაცების სიას ერთი ადამიანი დაამატა.

ეს ცვლილება განხორციელდა მას შემდეგ, რაც გასულ კვირაში ახლო აღმოსავლეთში გამგზავრებისას, არმიის ოფიცერი ქალი ჯანმრთელობის მდგომარეობის კრიტიკული გაუარესების შედეგად გარდაიცვალა. დაღუპულის ვინაობა არ საჯაროვდება.

მონაცემთა ბაზაში ასევე აღრიცხულია საბრძოლო მოქმედებების დროს დაჭრილი 820-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე, თუმცა, მოქმედი და ყოფილი ოფიციალური პირები მიუთითებენ, რომ საჯაროდ გამოცხადებული მონაცემები არასრულია. გასულ კვირას აშშ-ის ხუთმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ 28 თებერვალს სამხედრო მოქმედებების დაწყების შემდეგ რეგიონში, სულ მცირე, 22 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, ხოლო მეექვსე პირმა ეს რიცხვი 23-ით განსაზღვრა.