პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 13 აპრილის დღის პირველ ნახევრამდე საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, მაღალ მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა.
იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 2-3 ბალიანი ღელვა.
მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება, მაღალმთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება გამოიწვიოს.
სამცხე-ჯავახეთში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. 13 აპრილს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 10 და ღამით კი 5 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 8, ღამით კი 5 გრადუსს ვარაუდობენ.
ასპინძაში ტემპერატურა დღისით 9 გრადუსი იქნება, ღამით კი 4. ადიგენში დღისით 6, ღამით 3 გრადუსია ნავარაუდევი.
რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით 6, ღამით მინუს 2 იქნება. ნინოწმინდაში მოთოვს, სინოპტიკოსები დღისით 5-ს, ღამით მინუს 2 გრადუსს ვარაუდობენ.
რეგიონის კურორტებზეც წვიმიანი ამინდი იქნება. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა 5 გრადუსს, ხოლო ღამით 2 გრადუსს ვარაუდობენ, ბაკურიანში მოთოვს, დღისით 2, ღამით კი 0 გრადუსს.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისშიც წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით 14 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 4 გრადუსი იქნება.