მსახიობი იოსებ გოგიჩაიშვილი გარდაიცვალა
1733776207
რუსეთის პატრიარქი კირილი მოსახლეობას მოუწოდებს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის დაბადების დღესთან დაკავშირებით, მისი ჯანმრთელობისთვის ილოცონ. შესაბამისი განცხადება რუსეთის საპატრიარქოს ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა.
„7 ოქტომბერს, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს 70 წელი უსრულდება. პატრიარქი კირილი მოუწოდებს მთავარპასტორებს, მოძღვრებს, ბერებს და მრევლს გაძლიერებულად ილოცონ რუსეთის ხელმძღვანელის ჯანმრთელობისთვის. [ასევე ილოცონ 8 ოქტომბერსაც - ეს დღე არის მეუფე სერგეი რადოჟენელის ხსენების დღე]. სპეციალური ლიტანიით, ღმერთს ვთხოვოთ რუსეთის სახელმწიფოს მეთაურს მისცეს წყალობა, დიდხანს სიცოცხლე და ჯანმრთელობა, აყვავებული და მშვიდობიანი ცხოვრება. მრავალი და კარგი წელი!“, - წერია პატრიარქ კირილის განცხადებაში.