უკრაინამ რუსეთის მიერ გამოყენებული ირანული დრონების 60% გაანადგურა - გენშტაბი

უკრაინამ რუსეთის მიერ გამოყენებული ირანული დრონების 60% გაანადგურა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლაში ჯამში 86 ერთეული ირანული Shahed-136 ტიპის დრონი გამოიყენა. უკრაინამ მათი უმეტესობა, 60% გაანადგურა. ამის შესახებ უკრაინის გენშტაბის მთავარი ოპერაციული დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილემ, გენერალმა ალექსეი ჰრომოვმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

"ზოგადად, მტერის მხრიდან Shahed-136 უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენების დაწყებიდან დღემდე, მათ 86 ერთეული გამოიყენეს, საიდანაც 60% გავანადგურეთ“ - განაცხადა ჰრომოვმა.

გენშტაბის ცნობით, რუსეთმა 30 სექტემბრის შემდეგ უკრაინაში, მათ შორის სამოქალაქო ობიექტების წინააღმდეგ, რუსეთმა მათი უმეტესობა - 46 ასეთი დრონი გამოიყენა, მათგან 24 კი უკრაინის ძალებმა გაანადგურეს.

„30 სექტემბრის შემდეგ პერიოდში, მტერმა სხვადასხვა ტიპის 20 რაკეტა გაუშვა, მათ შორის 13 ბალისტიკური რაკეტის გამშვებიდან. მტერმა ასევე გამოიყენა 46 ერთეული Shahed-136 კამიკაძე დრონი, რათა ზიანი მიეყენებინა სამხედრო შენობებისთვის, სამოქალაქო ინფრასტრუქტურისთვის და სამხედრო პოზიციებისთვის, მათგან 24 დრონი გავანადგურეთ“ - განაცხადა ჰრომოვმა.