2026 წლის ფავორიტი, ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელიც ჯეკპოტს მოიგებს - ასტროლოგების პროგნოზი
1765822267
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი იხსნება - 5 წლის წინ გაჩენილი ხანძრის შემდეგ დაწყებული რესტავრაცია ფინალურ ეტაპზეა. გახსნის საზეიმო ცერემონია 8 დეკემბერს გაიმართება.
2019 წლის აპრილში ხანძარმა მე-12 საუკუნის არქიტექტურის შედევრი მნიშვნელოვნად დააზიანა. დღემდე უცნობია ცეცხლის გაჩენის კონკრეტული მიზეზი, საფრანგეთის პროკურატურა ორ ვერსიას განიხილავს - ნამწვავის აალება ან გაუმართავი ელექტროგაყვანილობა.
პარიზში შენობის აღდგენაზე 500 სპეციალისტი ხუთი წელი მუშაობდა. პროექტის ღირებულებამ 550 მილიონი ევრო შეადგინა.