„პარი სენ-ჟერმენის“ გამარჯვების შემდეგ, პარიზის ქუჩებში არეულობის დროს 79 ადამიანი დააკავეს

პარიზი

პარიზში, სტადიონ „პარკ დე ფრანსთან” ახლოს პოლიციასა და ფეხბურთის გულშემატკივრებს შორის შეტაკებები მოხდა. პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, არეულობის დროს 79 ადამიანი დააკავეს. დაშავდა ერთი სამართალდამცველი, დაზიანდა ექვსი ავტომობილი და ორი კომერციული ობიექტი.

ჩემპიონთა ლიგის ფინალში „პარი სენ-ჟერმენის“ მატჩის დროს ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 22 000 პოლიციელი იყო მობილიზებული, მათგან 8 000 - პარიზში.