1780210480
აშშ-ის ავიაციამ ირანისკენ მიმავალ გამბიურ გემს რაკეტა ესროლა
აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავმა რაკეტა ესროლა გამბიის დროშის ქვეშ მყოფ გემ Lian Star-ს, რომელიც, „ამერიკული ბლოკადის დარღვევის შესახებ 20-ზე მეტი გაფრთხილების“ მიუხედავად, ომანის ყურის საერთაშორისო წყლების გავლით ირანის ერთ-ერთი პორტისკენ სვლას აგრძელებდა. აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალურ სარდლობაში (CENTCOM) ეს ჰორმუზის სრუტის ბლოკადის დაცვის ზომებით განმარტეს.
„ამერიკულმა თვითმფრინავმა გემი მწყობრიდან გამოიყვანა და სამანქანო განყოფილებაში რაკეტა Hellfire ესროლა მას შემდეგ, რაც Lian Star-ის ეკიპაჟი მოთხოვნებს არ დაემორჩილა. გემი ირანის მიმართულებით აღარ გადაადგილდება“, - აღნიშნულია CENTCOM-ის განცხადებაში.
ამავე პუბლიკაციაში მითითებულია, რომ აპრილის შემდეგ, როდესაც ვაშინგტონსა და თეირანს შორის ზავი ამოქმედდა, ამერიკულმა არმიამ კი ჰორმუზის სრუტის ბლოკადა გამოაცხადა, აშშ-მა მწყობრიდან გამოიყვანა 5 კომერციული გემი, კიდევ 116 კი სხვა მიმართულებით გადაამისამართა.
ამერიკელებმა გემს ქუვეითში მდებარე აშშ-ის ალი ალ-სალემის ავიაბაზაზე ირანის სარაკეტო თავდასხმის შემდეგ რამდენიმე საათში დაარტყეს.












