პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
პანდემიის სამი წლის განმავლობაში პირველად, ჩინეთმა საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო საზღვრები გახსნა. ჩინეთში ჩასულ მოგზაურებს სავალდებულო კარანტინის გავლა აღარ მოუწევთ.
ამ გადაწყვეტილებით, ჩინეთის ხელისუფლებამ ნულოვანი „კოვიდის“ პოლიტიკის ბოლო ეტაპი გააუქმა. გასული თვის განმავლობაში ჩინეთმა შეამსუბუქა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი კოვიდრეჟიმი, რასაც წინ უძღოდა ისტორიული პროტესტი პოლიტიკის წინააღმდეგ, რომელიც მოიცავდა ხშირ ტესტირებას, მოძრაობის შეზღუდვასა და მასობრივ ჩაკეტვას, რამაც მსოფლიოს მეორე უდიდესი ეკონომიკა სერიოზულად დააზარალა.
პოლიტიკის მკვეთრმა შეცვლამ გამოიწვია ინფიცირების მასიური ტალღა, რომელიც საავადმყოფოების გადატვირთვას და ბიზნესის შეფერხებებს იწვევს.