ორგანოების დონორმა, რომელიც გარდაცვლილად იყო გამოცხადებული, საოპერაციო ოთახში გამოიღვიძა - რა მოხდა ადგილზე

kac

ორგანოს დონორმა, რომელიც გარდაცვლილად იყო გამოცხადებული, გამოიღვიძა და ნახა, რომ საოპერაციო ოთახში იმყოფებოდა.  ამის შესახებ უცხოური მედია წერს. 

2021 წლის ოქტომბერში მამაკაცი, სახელად ენტონი, სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში ნარკოტიკების გადაჭარბებული დოზის გამო.

ის მკვდრად გამოაცხადეს. იმის გამო, რომ ის ორგანოების დონორი იყო, მალევე მოამზადეს ოპერაციისთვის, რათა მისი ორგანოები ამოეღოთ. თუმცა, როდესაც ის საოპერაციო ოთახში შეიყვანეს, იქ მყოფები მაშინვე მიხვდნენ, რომ რაღაც ძალიან ცუდი ხდებოდა - კაცი მოძრაობდა.

როგორც ერთ-ერთი დამსწრე იხსენებს, მამაკაცის გამოღვიძების შემდეგ, ქირურგმა საოპერაციო ოთახი მალევე დატოვა და კოლეგებისთვის არაფერი უთქვამს. 

მალევე კოორდინატორებმა დაურეკეს ზედამხედველს და უთხრეს, რომ პაციენტმა გამოიღვიძა და ორგანოებისთვის სხვა დონორის მოძებნა იყო საჭირო. 

ზედამხედველმა, სავარაუდოდ, „უყვირა" კოორდინატორს და უთხრა, რომ „სხვა დონორი არავინ იყო“.

ინციდენტის შემდეგ, ენტონის დამ ამბავი სოციალურ ქსელში დაწერა. მალე საქმით სხვადასხვა ორგანო დაინტერესდა და დაიწყეს საქმის გამოძიება.

როგორც ენტონის და იხსენებს, საოპერაციოსკენ მიმავალ გზაზე მან დაინახა, როგორ გაახილა მისმა ძმამ თვალები, თუმცა ექიმებმა უთხრეს, რომ ეს ჩვეულებრივი რეფლექსი იყო. 

„ჩვენი პაციენტების უსაფრთხოება ყოველთვის ჩვენი უმაღლესი პრიორიტეტია. ჩვენ მჭიდროდ ვმუშაობთ ჩვენს პაციენტებთან და მათ ოჯახებთან, რათა უზრუნველყოფილი იყოს ჩვენი პაციენტების სურვილები ორგანოების დონაციის შესახებ“,- აღნიშნა საავადმყოფოს წარმომადგენელმა. 

ამ განცხადების მიუხედავად, ინციდენტის შემდეგ, რამდენიმე ექიმმა სამსახური დატოვა.

საქმეს კენტუკის გენერალური პროკურატურა იძიებს.