რისი გაკეთება არ შეიძლება წითელ პარასკევს
1744659848
უკრაინულმა დელეგაციამ პარასკევს ვაშინგტონში გამართული ტექნიკური კონსულტაციების დროს ამერიკულ მხარეს მინერალების შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებით თავისი წინადადებები გადასცა, – ამის შესახებ უკრაინის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ვიცე-პრემიერმა ოლგა სტეფანიშინამ ტელემარათონის ეთერში განაცხადა.
„მე არ შემიძლია ბევრი დეტალის გასაჯაროება. თავისთავად დადებითი ნიშანია, რომ კონსულტაციები იმართება. რისი თქმაც ამ ეტაპზე შეიძლება არის ის, რომ უკრაინულ დელეგაციას ჰქონდა შესაძლებლობა, ამერიკულ მხარემდე მიეტანა თავისი წინადადებები, რომლებიც ჩვენ მოვამზადეთ კიევში, რომლებიც შეთანხმებული იყო. ყველა მათგანი განხილვის საგანი იყო“, – თქვა სტეფანიშინამ.
უკრაინის ვიცე-პრემიერი იმედს გამოთქვამს, რომ ამ კონსულტაციების შემდეგ მოლაპარაკებები გაგრძელდება შეთანხმების მიღწევამდე.
„აშკარაა, რომ ეს არ არის ფინალური რაუნდი“, -აღნიშნა მან.
აშშ-თან მინერალების შეთანხმების საკითხზე ტექნიკური კონსულტაციები უკრაინის ეკონომიკისა და იუსტიციის სამინისტროების წარმომადგენლების მონაწილეობით გაიმართა.
რისი გაკეთება არ შეიძლება წითელ პარასკევს
1744659848