ბათუმში ზღვამ ცხედარი გამორიყა
1737208254
გერმანიის კანცლერს და საფრანგეთის პრეზიდენტს უსაფუძვლოდ მიაჩნიათ ჯო ბაიდენის კრიტიკა იმის გამო, რომ მან პრესკონფერენციაზე უკრაინის პრეზიდენტს შეცდომით ვლადიმერ პუტინი უწოდა.
მაკრონიც და შოლციც ამბობენ, რომ საუბრისას შეცდომებისა და წამოცდენებისგან არავინ არის დაზღვეული და ამას ჟურნალისტებმა დიდი ყურადღება არ უნდა მიაქციონ. შოლცის თქმით, მას ბაიდენის პოლიტიკური შესაძლებლობების სჯერა და მისი სათანადოდ არდაფასება დიდი შეცდომა იქნებოდა.
ჯო ბაიდენს ალიანსის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტი ზელენსკი და ვლადიმერ პუტინი ერთმანეთში აერია, ჟურნალისტებთან გამართული პრესკონფერენციის პირველივე წუთებში კი ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს დონალდ ტრამპი უწოდა.