ოკლაჰომის შტატში აბორტები აკრძალეს - რა გამონაკლისები დაუშვეს კანონში

აბორტი

აშშ-ში, ოკლაჰომის შტატში აბორტები აკრძალეს.

გამონაკლისი მხოლოდ გაუპატიურებისა, ინცესტის ან დედის ჯანმრთელობისთვის საფრთხის არსებობის შემთხვევაში იქნება დაშვებული.

კანონი კრძალავს ორსულობის შეწყვეტას მის ნებისმიერ სტადიაში, განაყოფიერების მომენტიდან დაწყებული.

გამონაკლისი დაშვებულია მხოლოდ დედის სიცოცხლისა თუ ჯანმრთელობისთვის საფრთხის არსებობის შემთხვევაში, გაუპატიურებისა ან ინცესტის დროს, თუ შესაბამისი განცხადება პოლიციაშიც არის შეტანილი.

ამასთანავე, კანონი აღარ კრძალავს ტაბლეტებისა და გადაუდებელი კონტრაცეფციის სხვა საშუალებებს - მათი გამოყენება აბორტს აღარ გაუთანაბრდება.