VIDEO: მაქსიმ გალკინმა მისთვის ყველაზე საყვარელი ქართული სიმღერა დაასახელა და გამომწერებს უმღერა
1740247052
ნუცა ბუზალაძე „ამერიკის ვარსკვლავს" გამოეთიშა. ქართველ მომღერალს ტოპ 10-ში მოსახვედრად ხმები არ ეყო. გამოსვლის შემდეგ ნუცამ პირველი კომენტარი სოციალური ქსელის საშუალებით გააკეთა.
„..ამით არაფერი არ დასრულებულა. შინაგანად თავს ვგრძნობ გამარჯვებულად. რა თქმა უნდა, გულის წყვეტა არის იმ მხრივ, რომ 5 თვე ამ ადამიანებთან ვცხოვრობდი. ყველას კარგად ვიცნობ- მთელს პროდაქშენს, ხალხს, მონაწილეებს. ალბათ, ყველაზე მეტად ეს მომენატრება. თუმცა, როდესაც გადადიხარ ტოპ 12 -ში, შემდეგ ფინალში გიწვევენ და გამღერებენ ცნობილ მომღერალთან ერთად - ეს მხოლოდ ტოპ 12-ს ეხება. რადგან ტოპ 12-ს ასე ეძახიან „we are family" - ანუ ჩვენ ვხდებით ოჯახი",- ამბობს ნუცა ბუზალაძე.