რა უნდა დადოთ 2025 წლის საახალწლო სუფრაზე
1732221470
მომღერალი ნუცა ბუზალაძე ამერიკული მეგაპროექტის American Idol-ის დატოვების შემდეგ, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში პირველ კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ ამით არაფერი დასრულებულა, რადგან პროექტის 12 საუკეთესო კონკურსანტს შორის ყოფნა მისთვის უკვე გამარჯვებაა.
„ძალიან ბევრი წერილი მივიღე და ზუსტად ვიცი, როგორ განიცდით… რადგან წინა ტურზე ჟიურიმ გადამარჩინა, იმიტომ შევარჩიე QUEEN-ის ცნობილი სიმღერა The show must go on. მინდოდა, რომ ჩემი მესიჯი დამეტოვებინა.
ჩამოვედი უცხო ქვეყნიდან და ვიყავი ტოპ-12 წევრს შორის, ეს ჩვენი ძალიან დიდი გამარჯვებაა. სულ არ ვგრძნობ, რომ ტოპ 10-ში, რადგან არ გადავედი ამით ყველაფერი მორჩა. საერთოდ არ მაქვს ასეთი განცდა, პირიქით, დილიდან ძალიან ბედნიერი ვარ.
მე ვფიქრობ, რომ უკვე გამარჯვებული ვარ, რადგან ის, რაც გავაკეთე, არავის გაუკეთებია American Idol-ის ისტორიაში. გული არაფერზე არ დაგწყდეთ. ყველა საქართველოში, ასევე ქართველი ემიგრანტები მინდა ძალიან დიდი სიყვარულით მოვიკითხო და მადლობა გადავუხადო.
ეს სიმღერა იმიტომ ვიმღერე, რომ დამეტოვებინა მესიჯი, რადგან ამერიკაში გამოვედი მეგაპროექტში, მაქვს გეგმები და არ ინერვიულოთ. ბოღმიანი ხალხის კომენტარებს ყურადღება არ მიაქციოთ და იცოდეთ, რომ ძალიან ბევრჯერ მნახავენ ტელეეკრანებზე, აუცილებლად.
ამით არაფერი დასრულებულა. რა თქმა უნდა, გულის წყვეტა არის, რადგან ზუსტად 5 თვე ამ ადამიანებთან ერთად ვცხოვრობდი, ყველას ძალიან კარგად ვიცნობ, რომლებიც პროექტზე მუშაობენ, ასევე მონაწილეები… ალბათ, ყველაზე მეტად ეს მომენატრება.
როდესაც გადადიხარ ტოპ12 მონაწილეს შორის, გიწვევენ ფინალში და გამღერებენ ძალიან ცნობილ მომღერალთან ერთად“, – აცხადებს ნუცა ბუზალაძე.