მიხეილ ყაველაშვილმა 613 მსჯავრდებული შეიწყალა
1737302050
მას შემდეგ, რაც ალა პუგაჩოვა და მაქსიმ გალკინი რუსეთიდან გაემგზავრნენ, მეუღლეების ახალი ადგილსამყოფლის შესახებ ბევრი ინფორმაცია გავრცელდა.
როგორც ამბობენ, ალა პუგაჩოვამ რუსეთი, ოჯახთან ერთად, კერძო თვითმფრინავით დატოვა.
პუტინის ღია კრიტიკის გამო, მაქსიმ გალკინის მონაწილეობით ყველა რეკლამა ეთერიდან მოხსნეს.
ცოტა ხნის წინ, მოკლე ვიდეომიმართვა გაავრცელა მაქსიმ გალკინმა და მისი “ინსტაგრამის” მიმდევრების თხოვნას გამოეხმაურა.
მისი გულშემატკივრები ითხოვენ, ოჯახის წევრებთან ერთად აქტიურობა განაგრძოს სოციალურ ქსელში, რაზეც გალკინმა უპასუხა, რომ ამის საჭიროებას ვერ ხედავს:
„მე ვერ ვხედავ სულიერ და მორალურ საჭიროებას ეს გავაკეთო, ამიტომ არც „ინსტაგრამზე“ და არც ტელეგრამის არხზე არ იქნება ის, რაც იყო 24 თებერვლამდე. დიდი თხოვნა მექნება, ნუ წაიკითხავთ დილაობით საბჭოთა გაზეთებს, ეს ყველაფერი ისეთი აბსურდია, არც ღირს ამაზე რეაგირება”, – ამბობს ვიდეომიმართვაში გალკინი.
რუსული მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მაქსიმ გალკინისა და ალა პუგაჩოვას შვილებს სხვა ქვეყნის მოქალაქეობა აქვთ, ოფიციალურად გალკინი და პუგაჩოვა ამას არ ადასტურებენ.