ხვალ დედამიწას ძლიერი მაგნიტური შტორმი დაფარავს
1742847458
კიოტოს უნივერსიტეტისა და ნიუ-იორკის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს კავშირი ნოსტალგიასა და კომუნიკაციის დონეს შორის. მიღებული შედეგები ჟურნალ Cognition and Emotion-ში გამოქვეყნდა.
მეცნიერებმა ისეთი ჰიპოთეზის დატესტვა გადაწყვიტეს, რომლის თანახმადაც ნოსტალგია ადამიანებში სოციალური კავშირების დამყარების მოტივაციას აჩენს. ამისთვის მათ გამოკითხვა ჩაატარეს, რომელმაც აჩვენა, რომ ნოსტალგიისკენ მიდრეკილ ადამიანებს საშუალოდ შვიდი ახლო მეგობარი და 21 ამხანაგი ჰყავთ.
მიღებული შედეგების ანალიზის შემდეგ მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ის ადამიანები, რომლებიც ნოსტალგიისკენ არიან მიდრეკილნი, უფრო ცდილობენ ჰყავდეთ ახლო მეგობრები და მათთან მჭიდრო ურთიერთობას ინარჩუნებენ.
კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ნოსტალგია ასაკთან ერთად უფრო ძლიერდება. მეცნიერებმა აღნიშნეს, რომ ის ადამიანები, რომლებიც წარსულის მიმართ ნოსტალგიას განიცდიდნენ, ინარჩუნებენ მჭიდრო კონტაქტს მეგობრებთან და საუბრობენ მათთან ცხოვრების მნიშვნელოვან მომენტებზე.
რაც შეეხება ნაკლებად ნოსტალგიურ ადამიანებს, მათ კვლევის ჩატარების პერიოდში, რომელიც შვიდი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, მეგობრების 18% დაკარგეს. მეცნიერების თქმით, მიღებული შედეგები ცხადყოფს, რომ ნოსტალგიური ადამიანები უფრო აფასებენ მოგონებებს და აქედან გამომდინარე მეგობრებთან ურთიერთობის სურვილი უფრო უძლიერდებათ.