5 ცალი დაფნის ფოთოლი, შეკარით წითელი ძაფით... - თუ ფიქრობთ ვიღაცამ გაგთვალათ, ეს წაიკითხეთ
1742878427
ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენ აუცილებლად ამერიკის ან ევროპის რომელიმე ქვეყნის რაღაც უწყების განცხადებას უნდა დაველოდოთ ხოლმე, რომ მივხვდეთ რასთან გვაქვს საქმე, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე ამერიკის შეერთებული შტატების გენერალური პროკურორის განცხადებას, რომელმაც „მოლოტოვის კოქტეილებით“ თავდასხმა დაგმო და თქვა, რომ მსგავსი იარაღის გამოყენება ვანდალიზმს სცდება და შიდა ტერორიზმად ხასიათდება.
„ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენ აუცილებლად ამერიკის ან ევროპის რომელიმე ქვეყნის რაღაც უწყების განცხადებას უნდა დაველოდოთ ხოლმე, რომ ესა თუ ის აქტი შეაფასოს იმისთვის, რომ ჩვენ თვითონ მივხვდეთ რასთან გვაქვს საქმე. რაც შეეხება იმ ორგანიზაციების დაფინანსებას, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან დიდი პრობლემა, როდესაც შენ აფინანსებ ორგანიზაციას, რომლის წარმომადგენელი შემდეგ მიდის და „მოლოტოვის კოქტეილს“ ესვრის ნებისმიერ ადამიანს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ აქვს მნიშვნელობა ვის ესვრის ამ „მოლოტოვის კოქტეილს”, თუმცა კიდევ უფრო მეტად სახიფათოა, როდესაც ამას აკეთებს პოლიციელის წინააღმდეგ. ეს არის პირდაპირ სახელმწიფოს წინააღმდეგ განხორციელებული დანაშაული”, - განაცხადა სამხარაძემ.