ფინეთი რუსებისთვის საზღვარს კეტავს

ფინეთი

 ფინეთი რუსებისთვის საზღვარს კეტავს - ინფორმაციას ფინური მედია ავრცელებს. გამოცემის ცნობით, რუსეთიდან ფინეთში ან ფინეთის გავლით სხვა ქვეყნებში ტურისტული ვიზებით მოგზაურობა უმეტეს შემთხვევაში შეუძლებელი იქნება.

თუმცა დარჩება 10 პუნქტიანი სია, რომლის საფუძველზეც ფინეთში ტურისტული ვიზით ჩასვლა იქნება შესაძლებელი. მაგალითად, ოჯახის ან ნათესავების მონახულება, ფინეთის კოლეჯის მისაღები გამოცდების ჩაბარება, ასევე, ფინანსური ან სამსახურთან დაკავშირებული მიზეზებით. შეზღუდვა სავარაუდოდ 30 სექტემბრიდან ამოქმედდება.