ცნობილია, UFC-ის სკანდალურ საქმეზე დაკავებულების ვინაობა - რა წერია FBI-ის ფაილებში
1781898735
მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის წლევანდელმა რუსმა ლაურეატმა განაცხადა, რომ კრემლის ხელისუფლებამ უთხრა, უარი ეთქვა ჯილდოზე. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ცნობით, იან რაჩინსკიმ, რომელიც Memorial-ს ხელმძღვანელობს, განაცხადა, რომ მას უთხრეს, არ მიეღო პრიზი, რადგან ორი სხვა თანალაურეატი - უკრაინული უფლებადამცველი ორგანიზაცია და დაპატიმრებული ბელორუსის უფლებადამცველი - „შეუსაბამოდ“ ჩათვალეს.
Memorial-ი რუსეთის სამოქალაქო უფლებების დაცვის ერთ-ერთი უძველესი ჯგუფია და მთავრობამ გასულ წელს დახურა.
რაჩინსკიმ BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მიღებული რჩევა არ გაითვალისწინა.