კრემლი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პუტინი კიბეზე წაიქცა

პუტინი

რუსეთის პრეზიდენტის პრესსამსახური უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ვლადიმერ პუტინი კიბეზე წაიქცა და დეფეკაცია, ანუ ნაწლავის შეუკავებლობა დაემართა. ინფორმაციას newsweek.com ავრცელებს

გასულ კვირას ტელეგრამ არხმა „სვრ-ის გენერალმა“ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ პუტინს დაძაბული სამუშაო დღე ჰქონდა. დღის ბოლოს პუტინი კიბეზე წაიქცა და ხუთი კიბიდან უკანალზე დავარდა. ამ დროს პუტინს დეფეკაცია, ანუ ნაწლავის შეუკავებლობა დაემართა.

ეს ინფორმაცია ვერავინ დაადასტურა, რაც შეეხება ტელეგრანმ-არხს, ის თითქოს რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის თანამშრომელს ეკუთვნის, რომელიც პუტინის ახლო წრეში შედის. თუმცა ამ გამოცემის გვერდზე ხშირად ანტი-კრემლისტური ინფორმაცია ვრცელდება.

რამდენიმე თვის განმავლობაში ამ არხზე პუტინის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ ინფორმაცია ვრცელდება, მაგრამ ოფიციალურად არც ეს ცნობები დადასტურებულა. ექსპერტები პუტინის თითოეულ ჟესტში და მოქმედებაში მისი დაავადებების „გაშიფვრას“ ცდილობენ.

კერძოდ ვრცელდება ინფორმაცია, რომ პუტინს პარკინსონის დაავადება, სიმსივნე და სხვა სამედიცინო პრობლემები აქვს. რამდენჯერმე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვლადიმერ პუტინი თანამდებობას დატოვებს და უფლებამოსილებას სპეციალურად შექმნილ ორგანოს გადასცემს.