მეცნიერებმა ჭაღარა თმასა და კიბოს შორის კავშირი დაადგინეს - კვლევა
1766858081
ნიუ-იორკის პოლიციამ 10 ათასი დოლარის ოდენობის ჯილდო დააწესა ინფორმაციისთვის, რომელიც მათ გრინჩის - შობის გამტაცებლის დაჭერაში დაეხმარებათ.
CBS-ის ცნობით, სახუმარო განცხადება პოლიციის ოფიციალურ სოციალურ ქსელში გამოჩნდა. განცხადებაში ნათქვამია, რომ 24 დეკემბერს, შუაღამემდე ცოტა ხნით ადრე, გრინჩმა კარგი გოგოებისა და ბიჭებისთვის განკუთვნილი სათამაშოები და საჩუქრები მოიპარა, რომლებიც ნაძვის ხეების ქვეშ ელაგა. პოლიციამ აღნიშნა, რომ ძარცვა ვიდეოზეა დაფიქსირებული.
გრინჩი დოქტორ სუზის 1957 წელს გამოცემული წიგნის „როგორ მოიპარა გრინჩმა შობა“ პერსონაჟია. 1966 წელს გამოვიდა ამავე სახელწოდების მულტფილმი, ხოლო 2000 წელს ფილმი „გრინჩი - შობის გამტაცებელი“, რომელშიც მთავარ როლს ჯიმ კერი ასრულებს.