ლუკა კურტანიძე მიმართვას ავრცელებს
1775246914
რუსთავში, მტკვარში ახალგაზრდას ცხედარი ნახეს.
ინფორმაციას „ინფო რუსთავი“ ავრცელებს.
მაშველებმა ცხედარი მდინარის, გაჩიანი-რუსთავის მონაკვეთზე იპოვეს.
არსებული ინფორმაციით ცხედარი 1 მარტს გაუჩინარებული ახალგაზრდა მამაკაცის არის. თვითმხილველები აცხადებდნენ რომ მოულოდნელად ხიდზე მოძრავი ავტომობილი გაჩერდა, იქიდან მგზავრი გადმოვიდა და მტკვარში გადახტა.
სამძებრო სამუშაოებში მაშველები პირველივე დღიდან ჩაერთვნენ. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.