1738930726
ნიკოლ ფაშინიანი ვაშინგტონში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, ჯეი დი ვენსს შეხვდა
![ნიკოლ ფაშინიანი ვაშინგტონში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, ჯეი დი ვენსს შეხვდა ნიკოლ ფაშინიანი ვაშინგტონში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, ჯეი დი ვენსს შეხვდა](https://primetime.ge/uploads/files/2025/02/07/111518/nikol-fashiniani-vashingtonshi-ashsh-is-vitse-prezidents-jei-di-venss-shekhvda_w_h.jpeg)
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ვაშინგტონში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, ჯეი დი ვენსს შეხვდა. ამის შესახებ ფაშინიანი სოციალურ ქსელში წერს.
ფაშინიანის ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა თეთრ სახლში შედგა.
„მქონდა გაცნობითი შეხვედრა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეიმს დევიდ ვენსთან თეთრ სახლში. კარგი საუბარი გვქონდა“, – წერს ნიკოლ ფაშინიანი და ჯეი დი ვენსთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.