1738930726
მატარებელს, რომელსაც 350 მგზავრი გადაჰყავდა ცეცხლი გაუჩნდა - შემთხვევა აშშ-ში მოხდა
აშშ-ში, პენსილვანიის შტატში მატარებელს, რომელსაც 350 მგზავრი გადაჰყავდა ცეცხლი გაუჩნდა, რის გამოც მასობრივი ევაკუაცია გახდა საჭირო. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.
ექვს ვაგონიანი მატარებელი SEPTA ფილადელფიიდან დელავერში მიემართებოდა. მატარებელს ცეცხლი პენსილვანიის შტატში, კრამ-ლინთან ახლოს გაუჩნდა.
გამცილებლებმა მატარებლის ევაკუაცია 15 წუთში შეძლეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე დიდი რაოდენობით მეხანძრე-მაშველი და პოლიციის ბრიგადა იყო მობილიზებული.
ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.