VIDEO: მეგან მარკლის ახალი კულინარიული შოუ მიჰყავს, სადაც რეცეპტებს მალავს

მეგან მარკლი

მეგან მარკლი ისევ კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა, ამჯერად თავისი ახალი კულინარიული შოუს გამო. როგორ გამოცემა „დეილი მეილი“ წერს, მაყურებელი საერთოდ ვერ მიხვდა, რატომ უნდა უყუროს მარკლის ახალ შოუს.

მეგანმა თავისი მონტესიტოს სახლიდან კერძის მომზადების პროცედურა გვაჩვენა, ისევ არ გამოაჩინა შვილები არჩი და ლილიბეთი, რისი უდიდესი მოლოდინიც იყო და რაც მთავარია, კერძის რეცეპტი საიდუმლოდ დატოვა.

როგორც „ნეტფლიქსის“ მიერ გავრცელებულ ანონსში იყო ცნობილი, მეგანს ამ გადაცემაში კულინარიული პრაქტიკული რჩევები უნდა გაეზიარებინა, რაც არ მოხდა. სწორედ ამ შოუმ გააჩინა ეჭვები, რომ მეგანს ჰარისგან განცალკევება და ცალკე პოპულარობის შექმნა სურს.