Netflix-მა, 3 თვეში მილიონამდე გამომწერი დაკარგა

ნეთფლიქსი

Netflix-მა წელს, აპრილიდან ივლისამდე თითქმის მილიონი გამომწერი დაკარგა, - ამის შესახებ BBC წერს.

აპრილში გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო ათწლეულში პირველად, Netflix-ის გამომწერთა რაოდენობა შემცირდა. ამას სამუშაო ადგილების კლება და კომპანიის აქციების ფასის მკვეთრი ვარდნა მოჰყვა.

პანდემიის დასაწყისში, Netflix-ის მომხმარებლების რაოდენობა მკვეთრი ტემპით იზრდებოდა, ვინაიდან იზოლაციაში აღმოჩენილი ადამიანებისთვის ეს სერვისი გართობის კარგი საშუალება აღმოჩნდა. მას შემდეგ, რაც პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები გლობალურად შემსუბუქდა, კომპანიის მომხმარებელთა კლებაც დაიწყო.

კომპანია გამომწერთა რაოდენობის კლებას გაზრდილ კონკურენციასა და რეგისტრირებული გამომწერების მიერ პაროლის სხვებისთვის გაზიარებას უკავშირებს.

 

Netflix-ის გამომწერები 2015 წლიდან 2022 წლამდე

წყარო: imedinews.ge