„გიორგი მამარდაშვილზე რატომ აგიგორეს ჭორი...“ - რას პასუხობს ალექსანდრა პაიჭაძე გამომწერებს
1744832942
Netflix-ის ვარსკვლავი და გერმანელი ბლოგერი ვიტორიო "ვიტო" პირბაზარი სპორტდარბაზში გარდაიცვალა. ინფორმაციას Bild-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, 44 წლის მსახიობი სპორტდარბაზში ვარჯიშის დროს მოულოდნელად გარდაიცვალა. პირბაზარის გარდაცვალების ფაქტი მისმა კოლეგამ, მსახიობმა და რეჟისორმა საიდ იბრაჰიმმა სოციალურ ქსელში დაადასტურა.
მედიის ინფორმაციით, შესაძლოა მსახიობის გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა ყოფილიყო, თუმცა ოფიციალური ვერსია ჯერ არ არის.
იანვარში პირბაზარს გულმკერდის ოპერაცია გაუკეთდა. ოპერაციის შემდეგ ის ავტოკატასტროფაში მოხვდა, სადაც ხერხემლის მოტეხილობა და რბილი ქსოვილების დაზიანება მიიღო.
მან ცნობადობა Netflix-ის სერიალში, "ბერლინის ძაღლებში" მიღებული როლით მოიპოვა.