შეიძლება თუ არა მარიამობის დღესასწაულზე სასაფლაოზე მისვლა - მართლმადიდებელი მღვდლის განმარტება
1787861694
ნეპალისა და ჩინეთის საზღვარზე მომხდარი მასშტაბური წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ, 547 ადამიანი შეადგინა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ამასთან ერთად, ორივე ქვეყანაში 1000-ზე მეტი ადამიანი ჯერ კიდევ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
სამძებრო სამაშველო ოპერაცია გრძელდება, თუმცა ერთ-ერთ რაიონში ახალი ღვარცოფის საფრთხე სტიქიის შედეგად წარმოქმნილმა ტბამ გააჩინა. სამუშაოები დროებით შეჩერებული იყო, თუმცა როცა საფრთხემ გადაიარა, მაშველებმა ოპერაციის გაგრძელება გადაწყვიტეს.
ოთხშაბათს წყალდიდობამ, სოფლებსა და ხეობებში გადაინაცვლა და გაანადგურა ელექტროსადგურები, გზები და ხიდები მარშრუტზე, რომელიც ნეპალის დედაქალაქ კატმანდუს ტიბეტის ქალაქ ლჰასასთან აკავშირებს და პოპულარულია ტურისტებსა და მომლოცველებს შორის.
დაკარგულთა შორის სულ მცირე 540 უცხოელია, რომელთა უმეტესობა ინდოელი ინდუისტი მომლოცველია. ისინი ტიბეტში, წმინდა კაილაშის მთისა და მანასაროვარის ტბის დასათვალიერებლად მიემგზავრებოდნენ, იუწყება სააგენტო.