შემოსავლების სამსახური სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
1774373291
NATO-ს გენერალური მდივნის, 2025 წლის ყოველწლიურ ანგარიში საქართველო - ნატოს ურთიერთობასთან და პრიორიტეტებთან დაკავშირებით არის საუბარი.
დოკუმენტის თანახმად,NATO-ს თანამშრომლობა საქართველოს თავდაცვის ძალებთან წინ წავიდა, რასაც მაისში, ნატო-საქართველოს წარმატებულმა წვრთნებმა შეუწყო ხელი.
ანგარიშში ასევე ხაზგასმულია, რომ ნატოს სამეკავშირეო ოფისი, რომელიც თბილისში მდებარეობს, სამხრეთ კავკასიის რეგიონში, სამივე პარტნიორთან აქტიურ თანამშრომლობას აგრძელებს.
"მოკავშირეებმა ასევე განიხილეს ნატოს ჩართულობა საქართველოსთან 2024 წლის საპარლამენტოარჩევნებისა და მისი შემდგომი პერიოდის გათვალისწინებით. შედეგად, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ზოგიერთი ასპექტის პრიორიტეტები ხელახლა განისაზღვრა, მათ შორის, NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის ზოგიერთი ასპექტი. ამავდროულად, წინ წავიდა თავდაცვის თანამშრომლობა საქართველოს თავდაცვის ძალებთან, რასაც ხელი შეუწყო მაისში ნატო-საქართველოს წარმატებულმა წვრთნებმა. ნატოს სამეკავშირეო ოფისმა საქართველო, თბილისში, სამხრეთ კავკასიის რეგიონში სამივე პარტნიორთან აქტიური თანამშრომლობა განაგრძო", - აღნიშნულია NATO-ს გენერალური მდივნის 2025 წლის ყოველწლიურ ანგარიში.