1761399165
მცირე ზომის თვითმფრინავი ჩამოვარდა და სმენადაქვეითებულ ქალს დაეჯახა (აშშ)
აშშ-ში მცირე ზომის კერძო თვითმფრინავი გაუმართაობის გამო პარკის ტერიტორიაზე არსებულ მინდორზე დაეშვა და მოხუცი ქალი დააზიანა, ქალს სმენის პრობლემები ჰქონდა. ამის შესახებ ტელეკომპანია ABC 7 იუწყება.
ინციდენტი მოხდა სამშაბათ დილით, 21 ოქტომბერს, კალიფორნიის შტატში, ქალაქ ლონგ-ბიჩში.
ხანდაზმული ქალი, ტიფანი ჰარისონი, რომელსაც სმენასთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებდა, ძაღლთან ერთად სეირნობდა საფეხბურთო მინდორზე, როდესაც თვითმფრინავი პარკში მოულოდნელად დაეშვა.
ქალმა ძრავის ხმა ვერ გაიგო, რის შედეგადაც თვითმფრინავი პირდაპირ მის გვერდით ჩამოვარდა.
ტიფანი ჰარისონმა მრავლობითი მოტეხილობები და სხეულის დაზიანებები მიიღო და სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში.
„ეს თითქოს დაუჯერებელი ისტორიაა. როცა დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ თვითმფრინავი დაეჯახა, ვერ დავიჯერეთ.“ - თქვა დაშავებულის დამ.
ჰარისონის მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმეა:
ასევე დაშავდა 60 წლის პილოტი, თუმცა, მან მცირე დაზიანებები მიიღო და ამჯერად თავს კარგად გრძნობს.











